LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ფაქტები სერიალიდან – „ტვინ-პიკსი” ბრუნდება

979

2014 წლის 3 ოქტომბერს ლეგენდარულმა დევიდ ლინჩმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე შოკისმომგვრელი სტატუსი დაწერა: „მეგობრებო, ეს კიდევ ერთხელ მოხდება“. სტატუსს ახლდა ჰეშტეგი #damngoodcoffee, რაც ცხადყოფდა, რომ ლეგენდარული რეჟისორი „ტვინ-პიკსის“ გაგრძელებას გადაიღებდა.

90-იანი წლების საკულტო სერიალმა უდიდესი გადატრიალება მოახდინა კინემატოგრაფიაში. სერიალი, რომელშიც ლინჩმა ყველასთვის უცნობი მსახიობები გაგვაცნო, მალევე მაყურებელთა განხილვის საგანი გახდა. მისტიკური დეტექტივი ლორა პალმერის იდუმალებით მოცული მკვლელობის შესახებ გვიყვება, რომელსაც აგენტი კუპერი იძიებს. 21 მაისს მისტიკური ქალაქის ყველასთვის საყავარელი გმირები დიდ ეკრანზე „ტვინ-პისკსის“ ახალი სეზონით ბრუნდებიან. როგორ გაგრძელდება პატარა ქალაქის ისტორია 25 წლიანი პაუზის შემდეგ , ამას მაყურებელი სულ მალე შეიტყობს. იქამდე გავიხსენოთ საკვანძო მომენტები, გმირები და ისტორიები ამ ლეგენდარული სერიალიდან.

აგენტი კუპერი

კაილ მაკლაჰანი დევიდ ლინჩმა 1982 წელს ერთ-ერთი ფესტივალის მსვლელობისას გაიცნო. მას შემდეგ მსახიობი და რეჟისორი დამეგობრდნენ და ლინჩმა ის არაერთ პროექტზე მიიწვია, მათ შორის ეს იყო საკულტო სერიალი „ტვინ-პიკსი“ და ფილმი „ლურჯი ჰავერდი“. ერთ-ერთ ინტერვიუში ლინჩმა აღნიშნა, რომ კაილი დაიბადა აგენტ კუპერის როლისთვის. შავი პიჯაკი, ფინჯანი ყავა და ალუბლის ღვეზელი – აგენ კუპერის კლასიკური ტრენდი და იმიჯის შემადგენელი ნაწილია.

საბედისწერო ქალები „ტვინ პიკსიდან“

ლორა პალმერი, ოდრი ჰორნი და ჯოზი პეკარდი – ამ პერსონაჟებმა 90-იანებში უდიდესი გადატრიალება მოახდინეს. ყველა მათგანი გამოირჩევა თავისი უცნაური ისტორიით, პიკანტური გარეგნობით, ქცევის მანერითა და საოცარი მიმზიდველობით. რეჟისორიმა აქცენტი იმ დროისთვის დამწყებ მსახიობებზე გააკეთა და არც შემცდარა. ყველა მათგანი თავისი ინდივიდულიზმით  სამუდამოდ დაამახსოვრდა მაყურებელს. მათ როლებს სერიალში შერილ ლი, შერილინ ფენი და ჯოან ჩენი ასრულებენ.

მისტიკური წითელი ოთახი

ხავერდის ფარდები, წითელი, თეთრი და შავი ფერებით შექმნილი ოთახი, სადაც მისტიკური ისტორიებით მოცულ გმირებს ვხვდებით. ესა არის ყველაზე გამორჩეული ლოკაცია სერიალიდან. ადგილი, სადაც ლორა პალმერი აგენტ კუპერს მისი სიკვდილის საიდუმლოს უყვება და სადაც სერიალის საკვანძო დიალოგები იმართება.

შავი ყავა და ალუბლის პეროგი

ლინჩი ყავის დიდი მოყვარულია. მას ეკუთვნის ფრაზა: „ჯობს მიირთვა ცუდი ყავა, ვიდრე არ მიირთვა ის საერთოდ“. საინტერესოა, რომ სერიალის გამოსვლიდან ამერიკაში ყავის მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. თავად კაფე კი, რომელიც „ტვინ-პიკსის“ გმირებს სერიალში მასპინძლობს, დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლოს ტურისტებში. ყოველდღიურად იქ უამრავ ყავასა და ალუბლის ღვეზელი ამზადებენ. სერიალის დასრულების შემდეგ ლინჩმა იაპონური ყავის ბრენდისთვის 30 წამიანი რეკლამაც კი გადაიღო.

ქალი ხის კუნძით

კიდევ ერთი საიდუმლოებით მოცული, საბედისწერო ქალი სერიალიდან, რომლის როლიც კეტრინ კოულსონმა შეასრულა. სამწუხაროდ, მსახიობი ვერ მოესწრო ახალი სეზონის გამოსვლას. მის საპატივცემულოდ კი კოპენჰაგენში კაფეც კი გახსნეს სახელწოდებით  The Log Lady Café.

ანჯელო ბადალამენტის მუსიკა

„ტვინ პიკსი“ წარმოუდგენელია საოცარი მუსიკის გარეშე, რომელიც სპეციალურად სერიალისთვის ანჯელო ბადალამენტიმ დაწერა. მთავარი მუსიკალური თემა კინოფილმისთვის, ლორას თემითაა ცნობილი და ის სერიალის შესავალში ჟღერს.

ითელი ფერი

სერიალის ორივე სეზონში მკვეთრად ჭარბობს წითელი ფერი. ესაა ბრიგზების სამზარეულო, სავარძლები ღამის კლუბში, ტიტები ჰეივორდების სახლში, ექიმ ჯაკობის ჰალსტუხი, ოდრის ფეხსაცმელები, დონას ქვედაბოლო, ბობის მაისური დე ჯოზი პეკარდის ტუჩსაცხი. „ტვინ პიკსში“ წითელი უდაოდ დომინანტი ფერია.

გავლენა მოდის ინდუსტრიაზე

 როგორც დევიდ ლინჩი ამბობს, „ტვინ პიკსი“ ესაა ყველასთვის საყვარელი საღეჭი რეზინი, რომელსაც ყველა ცნობს.

  1. 2005 წელს ბელგიელმა დიზაინერმა ვერონიკ ბრანკინომ მამაკაცის კოლექციის სტენდი წითელი ოთახის ინსპირაციით გააფორმა.
  2. 2009 წელს ცნობილმა ბრედნმა Nike გამოუშვა კოლექია Nike SB Dunk High Premium — Twin Peaks.
  3. 2012 წელს ბრენდმა Odilon ბლუზების სერია გამოუშვა წარწერით The owls are not what they seem.
  4. 2013 წელს ბრენდმა Suckers Apparel მთელი კოლექცია სერიალის ქალ პერსონაჟებს მიუძღვნა.
  5. 2014 წელს Kenzo-ს კრეატიულმა დირექტორებმა შემოდგომა-ზამთრის კოლექცია დევიდ ლინჩის გმირების შთაგონებით შექმნეს. ჩვენების გაფორმება კი თავად რეჟისორს მიანდეს.

„ტვინ პიკს“ საკუთარი ჟურნალის გვერდები არაერთხელ დაუთმეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა Vogue, Elle და Vice.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები