LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ხეებს აუქციონზე ყიდის – ნარგავები “მოძრავი ქონებაა”

199

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქობულეთში, სოფელ ციხისძირში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მრავალწლიან ნარგავებს ყიდის.

ერთად, სამივე ხის – ამბრის, ევკალიპტის და სექვოიას საწყისი ფასი 13000 ლარია.

ელექტრონულ აუქციონზე ხეების შესახებ შემდეგ ინფორმაციას ვკითხულობთ:

“ერთი ერთეული ამბრის ხე (გარშემოწერილობა 2,4მ; სიმაღლე 30მ), ერთი ერთეული ევკალიპტის ხე (გარშემოწერილობა 5,55მ; სიმაღლე 35-40მ) და ერთი ერთეული სექვოიას ხე (გარშემოწერილობა 4,2მ; სიმაღლე 25მ)”.

როგორც “ფორტუნასთან” სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, ხეები მოძრავ ქონებას განეკუთვნება და მისი გაყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს.

“დაინტერესების გამო, განვიხილეთ ამ ხეების გაყიდვის საკითხი და შემდეგ გამოვიტანეთ აუქციონზე. ეს არის მრავალწლიანი ხეები, რომლებიც ჩვეულებრივ, მოძრავ ქონებას წარმოადგენს და მისი გაყიდვა კანონით არ იკრძალება”, – განაცხადა ნიკა ქამუშაძემ.

როგორც ირკვევა, კანონით ამ “მოძრავი ქონების” გადატანაც არ იკრძალება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ის არ დაზიანდება და მისი განვითარება არ შეფერხდება.

აღსანიშნავია, რომ ხეების მიმართ დიდ ინტერესს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი  იჩენს. მან აჭარიდან, მათ შორის ციხისძირიდან, რამდენიმე ასწლოვანი ხელ ურეკის პარკში უკვე გადაიტანა.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები