LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად ბიუჯეტში 62 მილიონ ლარზე მეტი მობილიზდა

50

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 62 793 581 ლარის მობილიზება უზრუნველყო.

ამავე პერიოდში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოცხადდა 700-ზე მეტი ელექტრონული აუქციონი. მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი 64 მილიონ ლარს აჭარბებს.

”სახელმწიფო ქონების კერძო სექტორში გადატანის შედეგად, მრავალი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება და 64 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, რაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს”, – აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები