LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლში უნდა წავიდნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც არასდროს გაუმარჯვიათ – რამაზ საყვარელიძე

64

„ექსპერტების და საზოგადოების მოლოდინი არჩევნებთან დაკავშირებით როგორიც იყო, ზუსტად ისეთი სურათი მივიღეთ,“ – ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ, თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგების შეფასებისას განაცხადა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს საკითხი, რომ „სახლში წავიდნენ“ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც არასდროს გაუმარჯვიათ.

ძალით პარტიას სახლში ვერ გაუშვებ, დანამუსების რეპლიკები უფრო გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ უფრო უარესი შედეგები აჩვენა ზოგიერთმა პარტიამ, ვიდრე აქამდე იყო. გამონაკლისიც არისევროპული საქართველო“, რომლის ასეთ წამოწევას ბევრი არ ელოდა. უამრავ სხვა პარტიასთან ან იგივე სურათი გვაქვს, რაც წინა არჩევნებზე გვქონდა, ან ცოტათი უარესი. ერთი და იგივე სახეებს ვუყურებთ დიდი ხანიაბევრმა წარმატებულმა პოლიტიკოსმა დატოვა პოლიტიკური არენა, მაგრამ ბევრი, დაბალი პროცენტების მიუხედავად, ისევ რჩება პოლიტიკაში.

ქართული ოცნებაკიდევ უფრო გააქტიურდება, „ევროპული საქართველოალბათ, კიდევ წამოიწევს წინ. თემატიკა პატრიოტობისა რადგან აქვთდაბევებული“, შეიძლებაპატრიოტთა ალიანსისაქტიურობამ მოიმატოს, მაგრამ მეგონა, ალიანსს უფრო მეტი შედეგი ექნებოდა. „ნაციონალური მოძრაობისხმებმა შეიძლება კიდევ უფრო დაიკლოს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილზე ორიენტირებული ამომრჩეველი საქართველოში კიდევ კარგა ხანს იქნება. ეს ოთხი პარტია, პოლიტიკაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები