LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შეუძლებელი იქნება – ეკა ბესელია

33

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შეუძლებელი იქნება.

ბესელიას თქმით, შეხვედრასა და დისკუსიაზე უარს არავინ ამბობს, თუმცა ოპოზიციური პარტიების მხრიდან რაციონალური მიდგომა არ არსებობს.

ჩვენ დავტოვეთ დიალოგის და დისკუსიის ღია სივრცე. ვცადეთ, რომ გამოყენებულიყო ყველა შესაძლებლობა კონსტიტუციის მესამე მოსმენით გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ ეს დრო გამოყენებული ყოფილიყო დამატებითი დისკუსიისთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ ჩანს კონსტრუქციული მიდგომა და წინაპირობა რაიმე ტიპის კონსენსუსის. ჩვენი მხრიდან გადადგმული იქნა ყველა ნაბიჯი ამ შეთანხმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ მოჰყვა შემხვედრი რაციონალური გადაწყვეტილებები. ჯერჯერობით, მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რა შეიძლება, იყოს შეთანხმების დამატებითი სახით გამოყენებული. ამ დროში, რაც დარჩენილია მესამე მოსმენამდე, როგორც ჩანს, შეთანხმება იქნება შეუძლებელი“,  – განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები