LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკუთარი ქორწილიდან გაქცევა მინდოდა“ – პრინცი ჩარლზი ლეიდი დის იხსენებს

518

მალე ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი 70 წლის ხდება. ის პოპულარულია არა საკუთარი სტატუსით, არამედ ლეიდი დისთან წარუმატებელი და სკანდალური ქორწინების გამო. საკუთარ იუბილეზე პრინცი ჩარლზი ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემას გეგმავს, სადაც ის საკუთარ თავგადასავალზე ყვება. წიგნის თანაავტორი რობერტ ჯობსონია, რომელიც პრინც ჩარლზთან წლებია მუშაობს და წიგნი მისი ინტერვიუების სერიას მოიცავს. სპეციალისტები თვლიან, რომ ჩალზის ახალი წიგნი პრინცესა დაიანას მემუარებზე არანაკლებ რეზონანსული იქნება.

ახალი წიგნი პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას ურთიერთობას სხვა კუთხით დაგვანახებს. ჩარზლი ამბობს, რომ ეს ქორწინება თავიდანვე განწირული იყო. „საკუთარი ქორწილიდან გაქცევა მინდოდა“, – იხსენებს სამეფო ტახტის მემკვიდრე. ის წიგნში კამილა პარკერთან ურთიერთობაზე, შვილებთან კონფლიქტსა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილზეც ისაუბრებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები