LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა ჩარლზმა „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის ბინ ლადენის ოჯახისგან 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო

133
_methode_sundaytimes_prod_web_bin_838c3d30-f4a4-11ec-aa2c-ffef8d17929b

უელსის პრინცმა ჩარლზმა ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრებისგან ერთი მილიონი ფუნტ სტერლინგის მიღება დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

„ბიბისის“ ცნობით, უელსის პრინცის საქველმოქმედო ფონდმა 2013 წელს, ბინ ლადენის მკვლელობიდან ორ წელიწადში „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის ნახევარძმებისგან შემოწირულობა მიიღო. მოხსენების თანახმად, პრინც ჩარლზის საქველმოქმედო ფონდმა ფული მიიღო ბაკრ ბინ ლადენისგან, რომელიც საუდის არაბეთში მდიდრულ ოჯახს ხელმძღვანელობს და მისი ძმა შაფიქისგან.

ფონდში აცხადებენ, რომ ფულის მიღებით არც ერთი კანონი არ დარღვეულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები