LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალაჰ აკბარ! ინგლისში მაინც ლივერპულის ფარაონი გამოარჩიეს

77

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ლონდონში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე პრიზი „ლივერპულის“ფორვარდს, მოჰამედ სალაჰს გადაეცა.

ეგვიპტელის მთავარი კონკურენტი ჩემპიონი კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“) იყო, რომელმაც სტაბილუირად და მაღალ დონეზე ჩაატარა მთელი ჩემპიონატი. მათ გარდა, ნომინირებულები იყვნენ დავიდ დე ხეა („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“), ლეროი სანე („მანჩესტერ სიტი“) და დავიდ სილვა („მანჩესტერ სიტი“).

 

სალაჰის სტატისტიკა 2017-18 წლების სეზონში:

პრემიერლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა;
საშუალოდ მატჩში 0.93 გოლი გაიტანა;
ყოველ 86 წუთში გააქვს გოლი;
მარჯვენა ფეხით ხუთი გოლი გაიტანა, მარცხენათი – 24 (საუკეთესო მაჩვენებელი პრემიერლიგაში), თავით – ორი;
28 გოლი გაიტანა საჯარიმოს შიგნიდან, სამი – საჯარიმოს გარედან;
ყველაზე მეტი საგოლე პასი გაუკეთა მანემ – ექვსი, ოქსლეიდ-ჩემბერლენმა – ხუთი, ფირმინომ – სამი;
ყველაზე მეტი გოლი გაუტანა „უოტფორდს“ – ხუთი, სამ-სამი გოლი გაუტანა – „საუთჰემპტონს“, „ვესტ ჰემს“, „ლესტერსა“ და „ტოტენჰემს“.

 

სალაჰმა პრემიერლიგის 23 ტურში გაიტანა – ეს რეკორდია.

სალაჰმა წელს 19-დან 16 გუნდს გაუტანა ინგლისში.

სალაჰი პრემიერლიგის პირველი მოთამაშეა რონალდოს შემდეგ, რომელმაც სეზონში ყველა ტურნირზე 40-ზე მეტი გოლი გაიტანა – 41.

პრემიერლიგის ისტორიაში სალაჰი პირველი ფეხბურთელია, რომელიც თვის საუკეთესო ფეხბურთელად სამჯერ დაასახელეს – ნოემბერი, თებერვალი, მარტი.

 

სალაჰი მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელია ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში 31 გოლის გატანა მოახერხა. ადრე ამდენისთვის ალან შირერს („ბლექბერნი“), კრიშტიანო რონალდოს („მანჩესტერი“) და ლუის სუარესს („ლივერპული“) მიუღწევიათ. სალაჰს კიდევ სამი მატჩი დარჩა ინგლისში სათამაშო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები