LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ცაგარეიშვილს, რომელსაც ძვლის დაშლის დიაგნოზი დაუსვეს, ოპერაცია სჭირდება!..

337

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი სალომე ცაგარეიშვილის დახმარების თხოვნით. გოგონას ძვლის დაშლის დიაგნოზი აქვს, რის გამოც უკვე 6 ოპერაცია ჩაიატარა, თუმცა მას დამატებით კიდევ ესაჭიროება ოპერაცია, რადგან ხერხემლის საშინელი ტკივილები აწუხებს.

გთავაზობთ პოსტს და ანგარიშის ნომრებს:

„ვინც ამ ადამიანს იცნობს, სალომე ცაგარეიშვილს, ყველამ იცის რომ მას ბავშობიდან აწუხებს ოსტეომელიტი ე.წ. ძვლის დაშლა, რამაც განაპირობა მარჯვენა კიდურზე მენჯის ძვლის ჩაშლა. მას ჩაუტარდა 2 ოპერაცია ავსტრიაში და 4 ოპერაცია საქართველოში. სალომეს დღევანდელი მდგომარეობით მინუს ექვსი სმ. აქვს მარჯვენა კიდური, რის გამოც უჭირს გადაადგილება და აქვს ხერხემლის მწვავე ტკივილები ბოლო ერთი თვეა. ბაქტერია, რომელმაც გამოიწვია ძვლის დაშლა ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც 2 წლის წინ ჩატარდა ისევ მის ძვალშია და ნებისმიერ წამს შესაძლებელია იჩინოს თავი. ამიტომ საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას. ოპერაციამდე სალომეს უნდა ჩაუტარდეს სრულფასოვანი გამოკვლევა, რის შემდეგაც შეძლებს მკურნალობის პირველი ეტაპის დაწყებას. ავსტრიელი ექიმების დასკვნით საბოლოო შედეგისათვის აუცილებელია პროტეზირება მენჯის ძვლისა და მუხლის სახსრის. სალომემ, რომ სრული კურსი ჩაიტაროს (ავსტრიაში) და რეაბილიტაცია სრულად გაიაროს ესაჭიროება 65 000 ევრო. სურათებთან ერთად იტვირთება ავსტრიიდან ჩამოტანილი დასკვნები ქართულ ენაზე. თვალსაჩინოებისთვის და მეტი ინფორმაციისათვის შესაძლებელია გადახედოთ დღემდე არსებულ ყველა დასკვნას. ეტაპობრივად კი ყველა კვლევასა თუ ექიმთან ვიზიტს დავაანონსებთ და საქმის კურსში ვამყოფებთ ყველას ვინც ჩვენს დახმარებას გადაწყვეტს.

სალომეს ბავშობიდან აქვს მოტივაცია და სურვილი მთაში ლაშქრობისა და ტურებზე სიარულის, რაც მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ მომენტებს ასახავს. ეს ადამიანი მთაში ყველაზე თავისუფლად და სრულყოფილად გრძნობს თავს რასაც ამჟამად ვეღარ ახერხებს გართულებული მდგომარეობის გამო.

საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, ვისაც საკუთარ თავზე ან მის ახლობლებზე მსგავსი ან სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემა გადაუტანიათ ან გაუგიათ მაინც. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ საზოგადოებაში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული თუნდაც მცირედი თანხის გაცემა უანგაროთ შეუძლიათ ამ კეთილი საქმისათვის. ინფორმაციებს ჩარიცხული თანხის შესახებ, გამოკვლევებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ კომენტარების სახით დავდებთ ხოლმე. ჩვენ ყველა სალოს დასახმარებლად !!! ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ !!!

https://www.facebook.com/salome.tsagareishvili.92 სალომე ცაგარეიშვილის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

სს”თიბისი ბანკი“ GE80TB7534545061100072 – ანგარიშის ნომერი სალომე ცაგარეიშვილი – TBCBGE22 – პირადი ნომერი – 01031005234

სს”საქართველოს ბანკი” GE98BG0000000157758100 – ანგარიშის ნომერი სალომე ცაგარეიშვილი – პირადი ნომერი – 01031005234“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები