LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ღვინიაშვილს “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე უარი, ქმარმა ათქმევინა

95

სალომე ღვინიაშვილმა ჟურნალ “სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, ზურა ხიზანიშვილმა “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

“ზურას დაურეკეს “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“, მაგრამ მას სასაცილოდ არ ეყო ეს შეთავაზება. ზურა და ცეკვა, შორს არიან ერთმანეთისგან. ის ითამაშებს ფეხბურთს, მაგრამ არ იცეკვებს“ – განაცხადა დიზაინერმა.

სალომემ ინტერვიუში საკუთარ თავზეც ისაუბრა და თქვა, რომ პროექტის შემქმნელებს თავადაც უარი უთხრა ცეკვაზე. ყოველ ჯერზე მთავაზობენ მონაწილეობას, თავიდან დავფიქრდი, მაგრამ ზურამ მითხრა დაივიწყეო და მეც დავივიწყე. ცეკვა ინტიმურია, ზურამ მითხრა, არ მესიამოვნება 3 მილიონი ადამიანის წინაშე, სექსუალურად ან გამომწვევად რომ იცეკვოო“ – განაცხადა დიზაინერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები