LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილს, ზაზა ფაჩულიას მსგავსად, ჩვენი თანადგომა სჭირდება

24

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, რომლის სცენური სახელი სალიო გახლავთ, მონაწილეობას საკმაოდ საინტერესო და მუსიკალურად მნიშვნელოვან კონკურსში იღებს. კონკურსი გარდაცვლილი მუსიკოსის, ემი უაინჰაუსის ფონდის ორგანიზებით იმართება და ეძღვნება ალბომის „Back To Black“ 10 წლის იუბილეს.

მუსიკოსის თაყვანისმცემლებს, რომელთაც შესაბამისი მუსიკალური მონაცემები აქვთ, შესთავაზეს, რამდენიმე ცნობილი სიმღერის საკუთარი ვერსიების გაკეთება და მათი საკონკურსოდ „იუთუბზე“ ატვირთვა. ამ შეჯიბრში ქართველი მომღერალი სალიოც ჩაერთო. მან ცოცხლად შეასრულა „Back To Black“, ემის რეპერტუარიდან, საკუთარი ინტერპრეტაციითა და მხოლოდ კლავიშის თანხლებით, იუგო მორისმა ვიდეო გადაიღო, რომელიც „იუთუბზე“ უკვე ატვირთულია შესაბამისი ჰეშთეგით.

ქართველი მუსიკოსის ნამუშევარს 15 000-ზე მეტი ნახვა აქვს. მას ზაზა ფაჩულიას მსგავსად, ჩვენი თანადგომა სჭირდება. „იუთუბიდან“ უნდა გააზიაროთ ლინკი სოციალურ ქსელში, ხოლო „იუთუბზე“ კომენტარებში ინგლისურად თქვენი შეფასება დაწეროთ.

კონკურსის ჟიურიში ორი ცნობილი ადამიანია, მარკ რონსონი და სალაამ რემი. გამარჯვებული ქავერს სწორედ მათი ხელმძღვანელობით ჩაწერს, რაც უდიდესი მიღწევა და საინტერესო გამოცდილება იქნება ნებისმიერი შემსრულებლისთვის.

როგორც სალომე ჩვენთან საუბრისას ამბობს:

„იმდენად გამახარეს ქართველებმა გულშემატკივრობით, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. მომწონს ეს ვიდეო და საუნდი. დავუკარი ძველ „Steinway“-ზე და მეგონა, სული ჰქონდა და ნამდვილი იყო, ისეთი ჟღერადობა აქვს. ძალიან მინდა, რომ ჩემი შესრულება მოეწონოს ჩემთვის ორ საყვარელ პროდიუსერს, მარკ რონსონსა და სალაამ რემის“.

კონკურსი 31 იანვარს დასრულდება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები