LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას უნიკალური გამოცემები გადასცა

117

 

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საფრანგეთში იმყოფება. მისი პირადი სოცქსელიდან ცნობილი ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას ფასდაუდებელი გამოცემები გადასცა.

როგორც გიორგი აღნიშნავს:

„გილოცავთ! დღეს საქართველოს და ეროვნულ ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესი არქივი გადმოეცა. სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის, ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია გამოგვატანეს: ასობით უნიკალური გამოცემა. მათ არაერთი ძველნაბეჭდი წიგნი. მაგალითად: შარდენის პირველი გამოცემა, მარი ბროსეს მრავალტომეული, პარიზის ბალმონტისეული ვეფხისტყაოსანი, მოამბის წლიური კომპლექტები და ა.შ.“

https://www.instagram.com/p/BQvhPftBtxN/