გიორგი ანწუხელიძის მეუღლის მონათხრობი: „სხვის მამულებს თოხნიდა და დღიურ ქირას აძლევდნენ, ფიქრი მხოლოდ ერთი ჰქონდა – ჯარში დაბრუნება… ჩვენს შვილს, ჯერაც ჩვილს, უჩურჩულებდა, ომში წავალ, მამიკოო, შენ არ შეგეშინდეს, მამა, მე ვერ მომკლავენ, უკვდავი ვარო“ – ამონარიდი გიორგი კეკელიძის წიგნიდან
მწერალმა გიორგი კეკელიძემ ცოტა ხნის წინ ახალ წიგნზე მუშაობა დაასრულა. წიგნი სახელწოდებით - „ანწუხელიძე, ომის ნამსხვრევები“, ავტორის თქმით, ოქტომბრის მიწურულს გამოიცემა.
