LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამარცხვინოა, რაც მე მოვისმინე რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით – გიორგი კვირიკაშვილი

57

“სამარცხვინოა, რაც მე მოვისმინე რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით, სხვას ვერაფერს ვუწოდებ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მას, როგორც პრემიერს, არ ჰქონდა უფლება, რეზერვში ყველა შესაძლო შემთხვევა არ გაეთვალისწინებინა.

„კარგად მახსოვს, ოთხშაბათი დღე იყო, როცა სტიქია ისევე გაღვივდა, როგორც დასაწყისში იყო. მთავრობას აქვს ძალიან მაღალი დონის პასუხისმგებლობა, შესაბამისად, მას რეზერვში გართულებული სიტუაციისას ყველა შესაძლო შემთხვევა უნდა ჰქონოდა. ჩვენს ოპონენტებს ვთხოვ, რომ ცოტა უფრო კორექტულები იყვნენ, როცა საქმე ასეთ რამეს ეხება,“ – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები