LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილი დაუთმეს (ფოტო)

91

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილი დაუთმეს. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა აქციის მონაწილეების მოთხოვნა, რომ ისინი ბევრნი იყვნენ და ვერ ეტეოდნენ პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიაზე, გაითვლისწინეს. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით – თავისუფლების მოედნიდან რუსთველის მეტროსკენ ხდება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი – თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე – დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე – დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.