LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახმა პრინცესა ევგენიას ქორწილის ოფიციალური ფოტოები გაავრცელა

260

პრინცესა ევგენიასა და ჯეკ ბრუნკსბერკის ქორწილის მეორე დღეს, კენსინგტონის სასახლის გვერდზე სამეფო ქორწილის ოფიციალური ფოტოები გამოქვეყნდა. ფოტოები უინძორის სასახლის თეთრ ოთახშია გადაღებული. ისინი საინტერესოა იმითაც, რომ აქ წლების შემდეგ პირველად დააფიქსირეს ერთად ევგენიას მშობლები, სარა ფერგიუსონი და პრინცი ენდრიუ. 26 წლის წინ სარა ფერგუსონი სამეფო ოჯახიდან მეუღლის ღალატის გამო გააძევეს. ამავე ფოტოზე არიან დედოფალი ელისაბედი, პრინცი ფილიპი, ჯეკ ბრუნკსბერკის ოჯახი, პრინცესა ბეატრისი და პატარა მეყვავილეები. მეორე ოფიციალურ ფოტოზე მეუღლეები სამეფო ოჯახის პატარა წევრებთან ერთად პოზირებენ. ყველაზე რომანტიკული კი ახლადდაქორწინებულების ეტლში გადაღებული ფოტოა.

კიდევ ერთი ფოტო, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, ქორწილის დღეს არის გადაღებული, როდესაც ევგენიამ და ჯეკმა ოფიციალურ მიღებაზე გადაინაცვლეს. აქ უკვე ევგენიას „ზაკ პოზენის“ ულამაზესი საღამოს კაბა აცვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები