LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგზავრო თვითმფრინავი ირანის მთებში ჩამოვარდა

202

ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 66 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა, რეისი თეირანი – იასუჯის შესრულების დროს, დღეს დილით განიცადა.

თვითმფრინავი მთიან რაიონში, ქალაქ სმირუმთან ახლოს ჩამოვარდა.

ინფორმაციას საერთაშორისო მედია, ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, გაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი რადარებიდან მალევე გაქრა.

თვითმფრინავი, ATR 72-500, რომელმაც კატასტროფა განიცადა, ასმანის ავიახაზებს ეკუთვნის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბორტზე იყო 60 მგზავრი, ორი დაცვის თანამშრომელი, ორი ფრენის დამსწრე და პილოტი და პილოტი.

ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს.

ამ დროისთვის, სამძებრო სამუშაოებს ცუდი ამინდი ართულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები