LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი მითი ბედნიერ წყვილზე – ბედნიერი წყვილი არასდროს ჩხუბობს?

245

ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს „ჯანსაღ ურთიერთობასა“ და „ბედნიერ წყვილზე“, თუმცა, ორივე ფორმულა კულტურისა და საზოგადოებრივი სტერეოტიპების გავლენით ყალიბდება.

* მითი პირველი – ბედნიერი წყვილი არასდროს ჩხუბობს

რეალობა: ისინი ჩხუბობენ, თუმცა შეუძლიათ ერთმანეთის მოსმენა და პატიება. თუ წყვილი არასდროს ჩხუბობს ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ ჰარმონიული ცხოვრება აქვთ, რადგან აბსოლუტური დამთხვევა ბუნებაში არ არსებობს და საკუთარი ასლის პოვნაც შეუძლებელია. მშვიდი ცხოვრება ზედმეტი ემოციების გარეშე მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ პარტნიორები იშვიათად ინტერესდებიან ერთმანეთით და მათი ურთიერთობაც ზედაპირულია, კამათი ცოლ-ქმარს შორის კი, ნიშნავს, რომ მათ არ ეშინიათ ხმამაღლა გამოთქვან საკუთარი გრძნობები, მაშინაც კი, როცა იციან რომ სურვილები არ იქნება გათვალისწინებული. სწორედ ამგვარი სითამამე აძლევს პარტნიორებს საშუალებას გაიცნონ ერთმანეთი ახლოს და მოძებნონ ის კომპრომისი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

ეს ნორმალურია!

კამათი და კონფლიქტი – ახლო და ჯანსაღი ურთიერთობის ინდიკატორი, აბსოლუტურად ნორმალური და კანონზომიერი მოვლენაა. თუ არასდროს კამათობთ, კარგად დაფიქრდით ხართ თუ არა თქვენ და თქვენი მეუღლე თვითკმარი დამოუკიდებელი ადამიანები?!

* მითი მეორე – წარმატებული კავშირის შექმნა მხოლოდ ფსიქიურად ჯანსაღ ადამიანებს შეუძლიათ

რეალობა: საკმაოდ რთულია განსაზღვრა, რას ნიშნავს „ფსიქიურად ჯანმრთელი“. ჩვეულებრივ, ასე იმ ადამიანებზე ვამბობთ, ვისაც არ ახასიათებს აშკარად გამოკვეთილი ფსიქიური გადახრა. თუმცა, თავისი უცნაურობა ყველას აქვს, უბრალოდ, ბედნიერ წყვილზე ფიქრისას გვეჩვენება, რომ ხანგრძლივ და ბედნიერ ქორწინებაში ცხოვრება მხოლოდ ყველასგან გამორჩეულ, უნიკალურ ადამიანებს შეუძლიათ. სინამდვილეში, პარტნიორები მხოლოდ მაშინ არიან ბედნიერები, როცა გულწრფელად აღიარებენ საკუთარს და იღებენ პარტნიორის კომპლექსებს, არაჯანსაღ ურთიერთობაში კი, წყვილს არასდროს უნდა საკუთარი შეცდომების დანახვა, პარტნიორის ნაკლის მიღება და პატიება.

ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით დღე-ღამეში წყვილი სულ მცირე შვიდჯერ ჩხუბობს, მიზეზი კი, ძირითადად ფინანსური პრობლემები, ერთ-ერთი პარტნიორის სიზარმაცე და გულგრილობაა.

* მითი მესამე – იდეალურ პარტნიორებს საერთო ინტერესები აქვთ

რეალობა: ერთმანეთით კმაყოფილ პარტნიორებს ყოველთვის თავისი ცხოვრება აქვთ. რა თქმა უნდა, მათ სიამოვნებთ კოლექტიური დროსტარება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საერთო გატაცება აქვთ ან მუდმივად ერთად არიან. პირიქით, როცა პარტნიორებს ერთმანეთის გარეშე ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ, არ აქვთ პატარა საიდუმლოებები და არაფრით შეუძლიათ გაკვირვება, საკმაოდ სწრაფად ბეზრდებათ ერთმანეთი, რადგან ერთი, მეორეს გაგრძელება ხდება, კარგავს ინდივიდუალურობას, საკუთარ შინაგან სამყაროს და სურვილებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები