LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი ნაბიჯით წინ: ნინო წიკლაურმა 46-ე შედეგი აჩვენა

35

პიონჩანგში ამინდი გამოვიდა და ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს საშუალება მიეცათ განეახლებინათ შეჯიბრებები სამთო თხილამურობაში.

12 თებერვლიდან გადადებული ქალთა გიგანტური სლალომის სტარტზე 79 სპორტსმენი დადგა, ფინიშის გადაკვეთა კი 71-მა შეძლო. მათ შორის იყო 24 წლის ნინო წიკლაური, რომელსაც პირველი დაშვების შემდეგ 51-ე პოზიცია ეკავა (1:20.02), მეორე ცდაზე კი დისტანციის გასავლელად 1:16.91 წუთი დასჭირდა. ჯამში ჩვენს მოთხილამურეს 2:36.93 წუთი დაუგროვდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო ცხრილში 46-ე ადგილის დასაკავებლად.

ნინო თავის მესამე ოლიმპიურ თამაშებზე გამოდის, აქამდე კი გიგანტურ სლალომში მისი საუკეთესო შედეგი იყო 2014 წელს სოჭში მოპოვებული 49-ე ადგილი. ასე რომ, ჩვენმა სპორტსმენმა სამი საფეხურით წინ წაიწია.

„ამ ოლიმპიადისთვის კარგად მოვემზადე და მქონდა შანსი, გიგანტურ სლალომში უკეთესი შედეგი მეჩვენებინა. ტრასა უფრო რთული მეგონა და ამიტომაც პირველ ცდაზე ზედმეტად ვფრთხილობდი. მეორე დაშვებისთვის სამი წამით ნაკლები დრო დამჭირდა, თუმცა 40 საუკეთესოში შესვლა მაინც ვერ შევძელი. ვეცდები, ხვალ სლალომში უკეთ გამოვიდე და უფრო მაღალი ადგილი დავიკავო, თუმცა ისეთი მეტოქეები მყავს, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება,” – თქვა ნინო წიკლაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები