LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტროების რაოდენობა, შესაძლოა, შემცირდეს

70

ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტთან მთავრობის ოპტიმიზაციის თაობაზე.

“სჯობს, დავიცადოთ არჩევნების დასრულებამდე. მოგეხსნებათ, 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს არჩევნების მეორე ტური. მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ არჩევნები არ დასრულებულა და ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გვაქვს 30 ოქტომბერს. შემდგომ უკვე იქნება გარკვეული პერიოდი საიმისოდ, რომ პარლამენტში წარსდგეს მთავრობა და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, მაგრამ მცირედი ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან,” – აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები