LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოგზაურო დაზღვევის გამო, უკან არ გაბრუნებენ

69

სადაზღვეო კომპანიის დამფუძნებელი ნინა კობახიძე ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია სამოგზაო დაზღვევას არ ითხოვს. მისი თქმით, არ შეიძლება ადამიანს საკუთარ თავზე ზრუნვა ვინმემ დაავალოს.

კობახიძე განმარტავს, რომ სამოგზაურო დაზღვევა იმისთვისაა, რომ კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი თავის გამო, პრობლემა არავის შეუქმნა.

“სამოგზაურო დაზღვევა პირველ რიგში შენ გჭირდება საკუთარი თავისა და უსაფრთხოებისთვის, ოჯახის წევრებისთვის დამატებითი სანერვიულოს არ შექმნისთვის, მერე ჭირდება ეს შენ ქვეყანას პრობლემები რომ არ შეუქმნა კრიზისულ სიტუაციაში და მერე ჭირდება ანუ სულ ბოლოს ეს იმ ქვეყანას რომელშიც შედიხარ….. საერთოდ არ ადარდებს არც ვიზა ლიბერალიზაციით იყო სავალდებულოდ მოთხოვნილი, არც ასოცირებაში წერია-კრიზისულ სიტუაციაში შენი ქვეყნის საკონულოს მიმართავს მაინც!. … სამოგზაუროს ითხოვენ? ათასობით ადამიანი რეკავს და მეკითხება. არა არ ითხოვენ სავალდებულო პუნქტად და ამის გამო უკან არ გაბრუნებენ. ჩვენ გვჭირდება, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი ქვეყანა და უცხო ქვყანა დამატებითი პრობლემებისა და ემოციებისგან რომელიც ჩვენ ცუდად გახდომას შეიძლება ახლდეს თან…რისკების პრევენცია და მართვა საკუთარი თავისთვის უნდა დავიწყოთ და მერე ეშველება ქვეყანასაც…ისე გამოვიარე ორი ქვეყნის საზღვარი პოლისი მანახეო არვის უთხოვია,თუმცა სამი სადაზღვევო კომპანიის პოლისი მიდევს და მშვიდად ვარ. საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეიძლება ვინმემ დაგავალოს.. პ.ს საქართველოს სახელმწიფო საკუთარი მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ქვეყანაში გადმოსვენების ხარჯებს ანაზღაურებს. (ეს მეტი სიმძაფრისთვის)”, – წერს ნინა კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები