LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანაპიროზე მამაკაცი ელექტროანძიდან გადმოხტა

102

მამაკაცი, რომელიც გუშინ, სანაპიროზე, ელექტროანძიდან გადმოხტომით თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმუქრებოდა, გადმოხტა. ის სპეციალურ ბალიშზე დაეცა, რომელიც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა წინასწარ პრევენციის მიზნით გაშალეს.

მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის ბალიშიდან საკუთარი ფეხით გადმოვიდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სასწრაფოს მანქანაში ჩასვა. ადგილზე აღმოჩენილი პირველადი დახმარების შემდეგ ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მამაკაცი ანძაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და ჟურნალისტებთან შეხვედრას ითხოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები