LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა ბალოკი, რიანა და სარა პოლსონი „ოუშენის რვა მეგობრის“ გადასაღებ მოედანზე

1039

ნიუ-იორკში გერი როსის კრიმინალური კომედიის, „ოუშენის რვა მეგობრის“ გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს. პაპარაცებმა გადასაღებ მოედანზე სანდრა ბალოკის, რიანასა და სარა პოლსონის დაფიქსირება მოახერხეს. სამივე მათგანი შავებში იყო გამოწყობილი.

ფილმი „ოუშენის 11 მეგობრის“ რიმექის წარმოადგენს, რომელშიც ამჯერად ქალები მონაწილეობენ. სიუჟეტი Met Gala-ს გარშემო ტრიალებს, რომელსაც ყოველწლიურად ჰოლივუდში უამრავი ვარსკვლავი ესწრება.

ბალოკის, რიანასა და პოლსონის გარდა ფილმში ქეით ბლანშეტი, ჰელენა ბონემ-კარტერი, დაკოტა ფანინგი, ენ ჰეთევეი, ქეით ჰოლმსი მონაწილეობენ. ეპიზოდებში კი ანა ვინტურის, ჯეიმს კორდენის, კიმ კარდაშიანისა და კეილი და კენდალ ჯენერების ნახვაც იქნება შესაძლებელი.

ფილმის პრემიერა 2018 წლის 21 ივლისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები