LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრულო პოლიციამ “ლეიბორისტული პარტიის” წევრებს სემეკ-ის დარბაზი დაატოვებინა

87

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებს სემეკ-ის დარბაზი, სადაც საჯარო სხდომები ტარდება, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა, რომლებიც ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირებას აპროტესტებენ, სემეკ-ის წევრებს დღეს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

მოგვიანებით სემეკ-ში პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილიც, მივიდა, რომელმაც სხდომათა დარბაზში მჯდომარე აქცია დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები