LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური ურთიერთობის აქტიური ტალღა ბიზნესსა და ეკონომიკას გადაედო“

25

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური ურთიერთობის აქტიური ტალღა ბიზნესსა და ეკონომიკას გადაედო“- ეს განცახდება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარზე გააკეთა.

მისი განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების განვითარება და საქმიანი ატმოსფერო, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში შეიქმნა ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალია.  ამის დასტურია სავაჭროეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დღევანდელი სემინარი, რომელშიც მონაწილეობა ჩინეთიდან ჩამოსულმა 80-დე მსხვილმა კომპანიამ მიიღო.

ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გააქტიურებული ურთიერთობა ცალსახად ჰპოვებს ასახვას ბიზნესის განვითარებაზე. ძიანგსის  პროვინციის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი. ჩინელი ბიზნესმენები ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ ინტერესს ჩაის კულტურის, ღვინის ექსპორტის, მსუბუქი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართ გამოხატავენ. ძიანგსის პროვინციის სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფმა უკვე დააფიქსირეს მზადყოფნა საქართველოში  კერამიკის წარმოებაში, ქვანახშირის მოპოვებასა და ტექსტილის სფეროში კაპიტალდაბანდებისთვის.

მე მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო სექტემბერში PABSEC-ის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.  პეკინსა და შანხაიში გაიმართება სამთავრობო შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახლა უკვე არამხოლოდ ევროპისა და ჩინეთის ურთიერთობებში, არამედ დამაკავშირებელი ხიდი ხდება PABSEC-ის ქვეყნებსა და აზიას შორის“- განაცხადაშავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ (PABSEC-ის) მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმააბრეშუმის გზაეკონომიკური სარტყელისპროგრამაში, დავით საგანელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები