LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-მაკედონიას შორის საავიაციო ხელშეკრულება გაფორმდა

93

საქართველოსა და მაკედონიის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირის მოქმედი რეგულაციებისა და დირექტივების დანერგვის კუთხით, ასევე ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების (ავიაკომპანიების), აეროპორტების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება/ზედამხედველობის, საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ავიასპეციალისტთა ლიცენზირების, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების ინსპექტირების (EU SAFA), საავიაციო უშიშროების და სხვა ძირითადი მიმართულებებით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უკვე დაიგეგმა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების ერთობლივი ინსპექტირებები როგორც საქართველოში, ისე მაკედონიაში.

მაკედონიის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების დელეგაცია საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები