LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივები

40

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტით მყოფ მოლდოვის რეგიონალური განვითარებისა და მშენებლობის მინისტრს ვასილე ბიტკას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.  მათ შორის, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობა, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზებზე იმსჯელეს.

ვასილე ბიტკა თბილისში, საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათა შორისი კომისიის, პირველი სხდომის ფარგლებში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები