LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო რკინიგზა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში 38-ე ადგილზე მოხვდა

13

მსოფლიოს მასშტაბით, რკინიგზის ინფრასტრუქტურის რეიტინგში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოქვეყნდა, 106 ქვეყანას შორის საქართველომ 38–ე ადგილი დაიკავა.

ფორუმის სპეციალისტებმა რეიტინგის შესადგენად ტურისტული კონკურენტუნარიანობა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის ხარისხი გამოიყენეს.

რეიტინგში ლიდერობს იაპონია, მეორე ადგილზეა შვეიცარია, მესამეზე კი ჰონგ–კონგი. ათეულში შედის საფრანგეთი, სინგაპური, ფინეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, კორეა და ტაივანი.

ბოლო ადგილს რეიტინგში ურუგვაი იკავებს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს: რუსეთი 25-ე ადგილს იკავებს, უკრაინა 34-ე, სომხეთი 66-ე, აზერბაიჯანი 29-ე, თურქეთი 55-ე, ყაზახეთი კი 26–ე ადგილზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები