LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − საქმის განხილვა სტრასბურგში 23 მაისს გაიმართება

45

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − საქმის განხილვა სტრასბურგში 23 მაისს გაიმართება. ევროპულ სასამართლოში ეს იქნება ამ საქმის ბოლო და ღია განხილვა. 

“საქმე ეხება აგვისტოს ომს. რა თქმა უნდა, 23 მაისს არ ცხადდება გადაწყვეტილება, მაგრამ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი ვარაუდით,  წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს, იყოს საქართველოსთვის სასიკეთო; სასიკეთო ჩვენი სამომავლო სამართლებრივი დავებისთვის; სასიკეთო რეალობის და ჭეშმარიტების შესაბამისი, აუცილებელია, რომ 23-მა მაისმა ჩაიაროს წარმატებით ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ტიტანური შრომა გასწია 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე. ჩვენ სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად და აქ, პირველ რიგში, თქვენი ნებართვით, მინდა, ჩვენი მთავრობის სამართალდამცავი ბლოკი გამოვყო − პროკურატურა, შსს, სუს-ი, თავდაცვის სამინისტრო, რომლებმაც მტკიცებულებების მოპოვების კუთხით პრაქტიკულად შეუძლებელი შევძელით, ასევე, რამდენიმე კომპონენტში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების შედეგად. ამ გუნდური მუშაობის შედეგი იქნება 23 მაისს აბსოლუტურად გამართული სამართლებრივი პოზიცია, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები დაიცავენ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანამდე და ამ დღეს საზოგადოება, მედია იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული,“ –  აღნიშნა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები