LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-უელსის მატჩზე გულშემატკივართა უსაფრთხოებისთვის პრობლემები არ შეიქმნება – დავით ნარმანია

33

„საქართველოუელსის მატჩზე გულშემატკივართა უსაფრთხოების თვალსაზრისით რაიმე პრობლემას ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ, განაცხადა.

ნარმანიას თქმით, თბილისი უსაფრთხო ქალაქია და ჩამოსული სტუმრების მიმართ ქართველი ხალხი ძალიან მეგობრულია.  თბილისის მერის განცხადებითვე, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ და ღონისძიება მოწოდების სიმაღლეზე ჩაივლის.

„რაიმე სახის არსებით საფრთხეს ვერ ვხედავ. ცალკეული საკითხები, რაც საელჩოს მხრიდან არის გამოყოფილი, ბუნებრივია, ყურადღებამისაქცევიაბუნებრივია, ბიოტუალეტები იქნება, უსაფრთხოების ზომები ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრდება. ასე  რომ, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული და მოწოდების სიმაღლეზე ჩატარდება ეს ღონისძიება,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში 6 ოქტომბერს საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველ საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები