LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აშშ-სთან საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება სურს

50

საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება სურს. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილემ დენ მულენმა, თბილისში გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის ფორმატის არსებობას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე.

კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც რეგიონულ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკვე არსებული შეთანხმებების (ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე თურქეთსა და ჩინეთთან) მნიშვნელობაზე.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილემ რეფორმების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები