LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეგზოტიკური გამარჯვება: რა იქნება მოლდოვაში

45

საქართველოს ნაკრებმა სენტ კიტსისა და ნევისის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა.

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ანგარიში 51-ე წუთზე შესვლაზე შესულმა გიორგი არაბიძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა. 18 წლის გიორგი არაბიძემ 73-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ნაკრებში პირველი დუბლის ავტორი გახდა. საბოლოო ანგარიში მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ვლადიმერ დვალიშვილმა დააფიქსირა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში გაივლის. 10 ივნისს, ვლადიმირ ვაისის გუნდი კიშინიოვში გაემგზავრება. 11 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მოლდოვასა და საქართველოს შორის თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველო 3:0 სენტ კიტსი და ნევისი

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (73’ კვერკველია), ტაბიძე, კაშია, კანკავა, ყაზაიშვილი (67’ დვალიშვილი), კვეკვესკირი (46’ დაუშვილი), არაბული (46’ არაბიძე), კაჭარავა (67’ ლობჯანიძე), მერებაშვილი, ნავალოვსკი (77’ შერგელაშვილი)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 1:0 არაბიძე (51), 2:0 არაბიძე (პენ) (73), 3:0 დვალიშვილი (80)

მწვრთნელი უკმაყოფილოა: ჩვენ ტოპ გუნდი არ ვართ

ვლადიმირ ვაისი

“რა თქმა უნდა, ხარისხის თვალსაზრისით ის ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, როგორიც უნდა გვეჩვენებინა. არაბიძემ ინდივიდუალური ოსტატობა გამოიჩინა, რაც მნიშვნელოვანია ასეთი თამაშების დროს.

ეს თამაში ჩვენთვის კარგი გახურება იყო, ახალი ფეხბურთელები გვყავდა, ამავდროულად დიდი პაუზის შემდეგ შევიკრიბეთ, ტრავმების გამო კი ფაქტობრივად ნახევარი გუნდი გვაკლდა. არაბიძე ძალიან ნიჭიერია, თუმცა ის მომენტის მოთამაშეა და უნდა ისწავლოს და თანდათან უნდა შევიყვანოთ თამაშში.

შეკრებაზე ჯანო ანანიძეს და ვაკო გვილიას მცირე პრობლემა ჰქონდათ და მათი თამაში არ გავრისკე.

მერებაშვილმა აჩვენა ხარისხიც, კარგად გაისარჯა დღევანდელ შეხვედრაში, ბურთებს ფლანგიდან აწვდიდა, თუმცა მასაც ისევე, როგორც სხვა ქართველ ფეხბურთელებს ბურთთან განშორება არ უყვარს.. ასეთ მეტოქეებს პირველ თხუთმეტ წუთში უნდა გაუტანო გოლი, კაჭარავამ ვერ აჩვენა კარგი თამაში.

პირველ ტაიმში ფეხბურთელებმა ვერ აჩვენეს ის პოტენციალი, რაც მათ გააჩნიათ. მეორე ტაიმში, რა თქმა უნდა, მეტოქეც დაიღალა და არაბიძემ თვისი ინდივიდუალურობით თამაშის მიმდინარეობა შეცვალა.

ვაკო ყაზაიშვილმა ბოლო სამი თვის განმავლობაში მხოლოდ 30 წუთი ითამაშა, რაც მისი თამაშის ხარისხს შეეტყო. მოლდოველთა შეხვედრას ვუყურე და კარგად გამოიყურება, შესაბამისად, მოგვიწევს შემადგენლობა ამაზე მოვაწყოთ.

შესაძლოა, ფეხბურთელებმა ვერ დააფაეს მეტოქე, შესაძლოა ხარისხიანი თამაში ვერ აჩვენეს. თუ ცარიელ კარში ურტყამ და ხუთი მეტრით აცილებ, საქმე ხარისხშია.

არ მითქვამს, რომ მოლდოვადან აუცილებლად სამ ქულას წამოვიღებთ, ჩვენ ტოპ კლასის გუნდი არ ვართ, ჩვენთვის ყველა მეტოქე რთულია. პარადოქსია, მაგრამ ძლიერ გუნდებთან უკეთ ვთამაშობთ. მოლდოვასთან ფავორიტები არ ვართ, თამაში იქნება 50/50-ზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები