LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკური ზრდა უცვლელია

28

მოლოდინის მიუხედავად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ გააუმჯობესა და ის უცვლელი დატოვა.

ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს მშპ-ს ზრდა წელს 3.9% იქნება. ეს მაჩვენებელი 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით არ შეცვლილა. რაც შეეხება 2018 წელს, EBRD-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ამ წელს 4,2%-ამდე გაიზრდება.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საერთო ჯამში, EBRD რეგიონებში ეკონომიკურ ზრდას მოელის როგორც მიმდინარე, ასევე მომავალ წელს, რაც განპირობებული იქნება ნავთობზე მაღალი ფასებითა და რუსეთის რეცესიიდან გამოსვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები