LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტამდე 9 მატჩს გამართავს

69

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები “ევრობასკეტი 2017”-მდე სულ 9 მატჩს გამართავს. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა, სადაც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ, ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა პაატა ლობჟანიძემ და ილიას ზუროსის თანაშემწე ირაკლი ხოშტარიამ მოსამზადებელი გეგმის შესახებ ისაუბრეს.

პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე უნგრეთის ნაკრები იქნება. მომდევნო შეხვედრებს საქართველო ლიტვაში გამართავს, სადაც მისი მეტოქეები ლატვია და ლიტვასა და პოლონეთს შორის გამარჯვებული გუნდი იქნება.

გარდა ამისა, ჩვენი კალათბურთელები ორ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას: თბილისში მერიის თასზე და იტალიაში აკროპოლისის თასზე.
მერიის თასზე საქართველოს ბელგია, ჩეხეთი, ისლანდია დაუპირისპირდება, ხოლო აკროპოლისის თასზე შეხვედრები საბერძნეთთან, იტალიასთან და სერბეთთან გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები