LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრების კაპიტნებმა დებიუტანტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს

109

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში გამართა. ტრავმის გამო საწვრთნელ პროცესს თბილისის დინამოს წევრი ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა და შეკრება დატოვა. ამ დროისთვის ნაკრებში 24 ფეხბურთელი ვარჯიშობს. დღეს გამართულ ვარჯიშზე, საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩების დებიუტანტებმა და შეკრებაზე პირველად გამოძახებულმა ფეხბურთელებმა ბაჩანა არაბულმა, გიორგი არაბიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, ელგუჯა ლობჯანიძემ და ჯიმი ტაბიძემ ეროვნული ნაკრების კაპიტნისგან და ვიცე-კაპიტნისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.

საქართველოსა და სენტ კიტსისა და ნევისის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 7 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში,ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე, მაკედონია)

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები