LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკო“ ბრუნდება

104

“ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის  განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, “ეკოს” პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში  გაიხსნა. მათივე ინფორმაციით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლი“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“  ბრენდს აბრუნებს, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.

კომპანიაში განმარტავენ, რომ „ეკოს“ აგს-ზე „ეკოს“ უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ამასთან, პილოტური აგს-ის გაყიდვების ანალიზის საფუძველზე „საბერძნეთის პეტროლიუმი“ და „ვისოლ ჯგუფი“ ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა ლოკაციებზეც „ეკოს” სადგურების განვითარებასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები