LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-2 კვირიან პერიოდში ბენზინი 5-10 თეთრით გაიაფდება – „ვისოლის“ გენერალური დირექტორი

43
ბენზინი

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის ვასილ ხორავა განცხადებით, 1-2-კვირიან პერიოდში ბენზინზე ფასები 5-10 თეთრით კიდევ შემცირდება.

როგორც ის განმარტავს, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ცვალებადი ფასების მიუხედავად, ამ ეტაპზე არსებული ნაშთები ფასის დაკორექტორების საშუალებას შემცირების მიმართულებით იძლევა.

რაც შეეხება დიზელს, მისი გაიაფება არ იგეგმება.

„1-ელი აგვისტოდან დღემდე, დაახლოებით, 80 თეთრით შემცირდა ფასები როგორც ბენზინზე, ისე – დიზელზე. წინა კვირაშიც 5 თეთრით შევამცირეთ ბენზინის ფასი. რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას, გაზრდას არ ვფიქრობთ; არსებული ნაშთები იძლევა იმის საშუალებას, რომ ფასები მცირედით კიდევ დავაკორექტიროთ, შემცირების მიმართულებით. ვგულისხმობ, 1-2 კვირიან პერიოდში ბენზინის 5-10 თეთრით გაიაფებას.

დიზელის ფასს რაც შეეხება, საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ფასები ნარჩუნდება, რაც გაიაფების საშუალებას არ გვაძლებს“, – განაცხადა ხორავამ BMG-სთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები