LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ონკო უროლოგიური ასოციაცია 4 ოქტომბერს პირველ საერთაშორისო კონგრესს ჩაატარებს

65

საქართველოში შარდ-სასქესო სისტემის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი ჩატარდება. ღონისძიება საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის  ასოციაციის თაოსნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისრტროს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ფესტივლის ფარგლებში გაიმართება.

საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი ექიმები და მეცნიერები გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, სიახლეებს, მიღწევებს კიბოს დამარცხების საქმეში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს და რეგიონის წამყვანი ექსპერტები და მეცნიერებია შემდეგი ქვეყნებიდან: სშშ, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, თურქეთი, ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი და საქართველო.

წარმოდგენილი იქნება 25-ზე მეტი მოხსენება. პირველად ამიერკავკასიაში, მოხდება ულტრათანაედროვე, რობოტული ქირურგიული ტექნოლოგიების ტრანსატლანტიკური დემონსტრირება – პირდაპირი ჩართვა აშშ-დან. კონგრესს დაესწრება 200-მდე  სხვადასხვა სპეციალობის ექიმი საქართველოდან.

საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაცია, პრეზიდენტი – გურამ ქარაზანაშვილი; ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მისამართი: ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია (#107), ჭავჭავაძის გამზირი

კონგრესის ჩატარების თარიღი: 4 ოქტომბერი 2017წ, ოთხშაბათი, 9:00-19:00

კონტაქტი: ელ.ფოსტა [email protected] ტელეფონი: 577 421101 599119944

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები