LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პატრიარქი 2009 წელს მოწამლეს – მიტროპოლიტი პეტრე

131

მიტროპოლიტი პეტრე აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქი 2009 წელს მოწამლეს, ამის შესახებ მან „იმედის დროში“ განაცხადა.

მიტროპოლიტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პატრიარქის მდივან-რეფერენტზე, შორენა თეთრუაშვილზე.

”შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ ინტრიგის, ამ საშინელი სკანდალური სამარცხვინო მოვლენის ავტორი ქალბატონი დღემდე მართავს სიტუაციას და სანამ არ გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს, დაუსრულებელი იქნება ეს ინტრიგები.

რამეთუ ამ ქალს, ზედმეტსახელად ჩემგან არაერთგზის გაჟღერებული რუხი კარდინალისა, ჩრდილოვანი მმართველისა და ა.შ, ინტრიგების დედოფალსაც უწოდებენ.

მე მახსენდება, რომ ეს ადამიანი როცა საკუთარ ინტრიგებში იყო გახვეული, არაერთხელ გაუწირავს პატრიარქი, წმინდა სინოდი, ასევე გაწირავს ხელისუფლებასა და მის ავტორიტეტს საკუთარი თავის გადასარჩენად.

არის ეჭვები, რომ კვალი, როგორც სცენარის ავტორისა, მისკენ მიდის და არ გამოვრიცხავ, რომ ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას და ისევე დააშანტაჟოს როგორც აშანტაჟებდა საპატრიარქოს მაღალ იერარქიას”, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მიტროპოლიტმა 2009 წლის შემთხვევა გაიხსენა. მისი თქმით, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს პატრიარქი პრეზიდენტს შეხვდა.

“მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. გვმასპინძლობდა, გვემსახურებოდა ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი), პატრიარქის მდივან-რეფერანტი, პრეზიდენტი იღებს ყველა შეთავაზებულს – ღვინოს, სასმისს, ყავას, საჭმელს, ასე ვთქვათ პატრიარქის ულუფასაც თვითონ ჭამს, მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში ნინოობის დღესასწაულზე, როცა მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში და შემდეგ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. მაშინ, ე.წ უფლებადამცველი კაკაბაძე, ე.წ საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას, პირდაპირ წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. მაგრამ მაშინ არ ეყო გამბედაობა ქვეყნის ხელისუფლებას, გამოეძიებინა ეს ფაქტი. მე იმედი მაქვს ამ ჯერზე მაინც იქნება ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები