LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც

60

საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გაერო-ში საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

” ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს იმას, რომ ყურადღება და კონსოლიდაცია ჩვენი გამოწვევების წინაშე იყოს ერთიანი, გვქონდეს ძალიან დიდი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, საქართველოს დეოკუპაციის კუთხით გადაიდგას მომდევნო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები