LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია – რომელ ადგილზეა საქართველო

172
gg

2023 წლის მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოქვეყნდა. სიაში პირველ ადგილს უკვე 6 წელია ფინეთი იკავებს, მას დანია და ისლანდია მოსდევს. მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი ისრაელი და ნიდერლანდები იკავებს.

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო, 109 ქვეყანას შორის, 90-ე ადგილზეა.

“ბედნიერების ინდექსს” გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პუბლიკაცია სიცოცხლის ხანგრძლივობის, მთლიანი შიდა პროდუქტის, კორუფციის დაბალი დონისა და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე იღებს. რეიტინგის ავტორები გამოკითხვას 150-ზე მეტ ქვეყანაში ატარებენ. “ბედნიერების ინდექსის” საბოლოო შედეგები გამოკითხვამდე წინა სამი წლის მონაცემებს ეყრდნობა.

 

საინვესტიციო გარემოს ათწლიანი პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზე გავიდა – ფინანსთა სამინისტრო

“საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა პაპუაშვილი

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის ნიუ-იორკი და სინგაპური ლიდერობს – როგორია ყველაზე იაფი ქვეყნების ჩამონათვალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები