LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს სინფონიეტა” გერმანიაში კონცერტებს გამართავს

69

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 24 და 25 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა” კონცერტებს გერმანიის ორ სხვადასხვა ქალაქში, ზეონსა და მიუნჰენში გამართავს.

24 სექტემბერს, “საქართველოს სინფონიეტა” ზეონის სააბატოს საფესტივალო დარბაზში ბახის, ჰენდელის, ვივალდის, რამოს, ელგარის, გრიგის, ჩაიკოვსკისა და ცინცაძის ნაწარმოებებს შეასრულებს.

25 სექტემბერს, კი ქალაქ მიუნჰენის კულტურის სახლში ბაროკოს ეპოქის მუსიკა შესრულდება.

კონცერტების დირიჟორი – კორნელია ფონ კერსენბროკი. სოლისტი და კონცერტების თანაორგანიზატორი – გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი). კონცერტების დასაწყისი 19:00 საათზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები