LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოსა და ინდოეთს შორის ფრენები, ბიზნესაქტივობას შეუწყობს ხელს”

84

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლებლობები ინდოეთის პირველ პირებთან ერთად განიხილა.

ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრმა აჰეშ შარმამ და გიორგი გახარიამ საქართველოსა და ინდოეთის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს ტურიზმის, ვაჭრობის, საჰაერო მიმოსვლისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში აქვთ.

გიორგი გახარიას თქმით, პირდაპირი ფრენების დაწყებამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესაქტივობებს.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინდოეთის ტურიმზისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს „გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაისში დაგეგმილი არჩევნები და საქართველოდან წარდგენილი კანდიდატის, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილისმხარდაჭერის საკითხი. ეს ყველაფერი იყო ძალზე თბილ, მეგობრულ რეჟიმში და შემიძლია აღვნიშნო, რომ ნაყოფიერ რელსებზე დგება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები“. 

ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით,  საინტერესო შეხვედრა შედგა ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან, რომელიც საკმაოდ დაინტერესებულია საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობით.

„ძალიან საინტერესოა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოსა და ინდოეთს შორის. ეს არის დიდი ქვეყანა ტერიტორიულად ჩვენთან ახლოს, აქვს საინტერესო ბაზარი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეიძლება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს არის ერთ–ერთი პირველი, მაღალი დონის ვიზიტი და იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობების დინამიკა სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და შედეგიანი იქნება“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები