LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობას ვაორმაგებთ – შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი

36

არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრი ტოლერანტობის საკითხებში, შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობას აორმაგებს, – ამის შესახებ შეიხმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა, მთავრობის მიერ აღებული კურსი და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს განვითარებას და წინსვლას ემსახურება.

შეიხმა აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, სადაც ძალიან გამარტივებულია ბიზნესის წარმოების მექანიზმები, არ არსებობს კორუფცია და სწორედ ეს არის მისი მხრიდან ინვესტიციების მოცულობის გაორმაგების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი.

პრემიერმინისტრმა სტუმარს დეტალურად გააცნო საქართველოს მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, რაც შეიხმა დადებითად შეაფასა.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩოს გახსნის შესაძლებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები