LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების ნაწილების ახალი მაღაზიები გაიხსნა

594

”ჯეოფართს.ჯი” მაღაზიების ქსელის გაფართოებას განაგრძობს. კომპანიის რიგით მე-4 და მე-5 მაღაზია ქუთაისსა და თბილისში გაიხსნა. როგორც ”ფორტუნას” „ჯეოფართსის“ დირექტორმა ლევან დემეტრაძემ განუცხადა, საქართველოს ბაზარზე არსებული ავტომობილების 10% უკვე ჰიბრიდულია, რის გამო, ამ მანქანების ნაწილებზე მოთხოვნა დიდია.

”იზრდება ჰიბრიდების მძღოლთა რაოდენობა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ჩვენს ნაწილებსა და მაღაზიებზეც. ამ ეტაპზე 5 ფილიალით ვართ ქვეყანაში წარმოდგენილი. 3 მაღაზია თბილისში გვაქვს, თითო-თითო კი – ქუთაისსა და ბათუმში”, – აღნიშნა ლევან დემეტრაძემ.

მისივე ინფორმაციით, ”ჯეოფართს.ჯის” ნაწილები ელექტრო ავტომობილებისა და ჰიბრიდებისთვის ჩინეთიდან და ტაივანიდან ჩამოაქვს. როგორც დემეტრაძე ამბობს, მისი კომპანია უმაღლესი ხარისხის პროდუქციაზე მუშაობს.

”დღეს მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა წამყვანი საავტომობილო ბრენდი საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს ჰიბრიდული, ბოლო დროს კი, მთლიანად ელექტრონული ავტომობილის შექმნას. ჩვენ, ძირითადად, იმ ავტომობილების ნაწილებით უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ, რომლებიც ყველაზე მასშტაბურადაა საქართველოში წარმოდგენილი და მოთხოვნაც მაღალია”, – აცხადებს კომპანიის დირექტორი.

მისივე თქმით, ”ჯეოფართს.ჯი” რვა წლის წინ დაარსდა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჰიბრიდული ავტომობილები წარმოადგინა. ”2013 წლიდან, სათადარიგო ნაწილების სიმცირის გათვალისწინებით კომპანიამ მათი იმპორტირება დაიწყო და დღეს, ჩვენი კომპანია ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი იმპორტიორია საქართველოში”, – ამბობს ლევან დემეტრაძე.  

როგორც დემეტრაძე განმარტავს, ”ჯეოფართს.ჯი” მეტი ეფექტურობისთვის ყოველწლიურად სტუმრობს შანხაის მსოფლიო გამოფენას, სადაც მსოფლიოს ყველა ბრენდია წარმოდგენილი და ახალ ინფორმაციასთან ერთად, გარკვეულ გამოცდილებასაც იძენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები