LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჯანმრთელობისთვის საშიში სამოსი იყიდება – როგორ ამოვიცნოთ

906

სინთეტიკური, მავნე საღებავებით გაჯერებული  ტანსაცმელი ქართულ ბაზარზე უპრობლემოდ იყიდება. ტექსტილის მაკონტროლებელი ორგანო ქვეყანაში არ არსებობს, სინთეტიკური ქსოვილი ბუნებრივთან შედარებით იაფია და მომხმარებელიც მეტი ჰყავს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რას შეიცავს ხელოვნური ქსოვილი და რა საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის.

„ხელოვნური ქსოვილები ძირითადად ნავთობპროდუქტებისგან მზადდება, შეიცავს პოლიმერულ მასალებს და ძლიერ კანცეროგენებს წარმოადგენენ, ეს ნივთიერებები გარეცხვა- დაუთოებისას, ტემპერატურის მატების გამო კიდევ უფრო საშიში ხდება. გარდა ამისა,  ქსოვილის  ხასხასა ფერის მისაღებად საშიშ ტოქსიკურ საღებავებს –  ანილინს და აზო საღებავებს იყენებენ“, -ამბობს  „ფორტუნასთან“ თსუ-ს პროფესორი , ქიმიკოსი რამაზ გახოკიძე.

 

რა საფრთხეს  შეიცავს ჯანმრთელობისთვის
ტოქსიკური საღებავებით შეღებილი , სინთეტიკური ტანსაცმელი განსაკუთრებულ საფრთხეს კანის ალერგიების, ასთმური პრობლემების მქონე პირებისა და ბავშვებისთვის წარმოადგენს. მოსალოდნელ საფრთხეებზე „ფორტუნას“ ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ესაუბრა.

 

„არასუნთქვადი  ქსოვილი, ან ქსოვილის შემადგენელი ქიმიური  ნივთიერება  კონტაქტურ დერმატიტის(კანის ალერგიის) გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს, რომლის გამწვავების  შემთხვევაში   ჰორმონოტერაპიაც ხდება საჭირო. ხშირად, ადამიანი ვერც ხვდება, რომ ტანსაცმელზე, ან ფეხსაცმელზე აქვს ალერგია,  ამის გამოვლენა სპეციალური Patch  ტესტით არის შესაძლებელი.

ამასთან, აფრმა, ტოქსიკურმა სუნმა  სასუნთქი გზების გაღიზიანება და ასთმური შტევებიც შეილება გამოიწვიოს  – განმარტავს ალერგოლოგი.

ხელოვნური ქსოვილის ტანსაცმელი და თეთრეული განსაკუთრებულ საფრთხეს   ბავშვებისთვის წარმოადგენს, რადგან  ატოპიური დერმატიტის, ე.წ. დიათეზის გამწვავების მიზეზი შიძლება გახდეს.

„ ქსოვილი, რომელიც ბავშვის კანს უნდა ეხებოდეს აუცილებლად ბუნებრივი,  100% ბამბა უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში ხელოვნური, სინთეტიკური ქსოვილი.  ქართულ ბაზარზე ასეთის პოვნა ალიან რთულია, ან ძალიან ძვირია . პირადად  ვეძებდმეგობრის ბავშვისთვის ხარისხიან, ბამბის სამოსს და ვერსად  ვიპოვე“- ამბობს „ფორტუნასთან“ კულუმბეგოვი.

როგორ ამოვიცნოთ მავნე ტანსაცმელი

ტანსაცმლის შემადგენლობა ეტიკეტზე უნდა იკითხებოდეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეტიკეტზე ინფორმაცია არასრულად არის დატანილი, ან უცხოურ ენაზეა და ქართველი მომხმარებელი წაკითხვას ვერ ახერხებს. არსებობს რამდენიმე ნიშანი, რაც მავნე ქსოვილს ნატურალურისგან განასხვავებს :

  • სპეციფიკური სუნი, რაც ტოქსიკური საღებავის გამოყენებაზე მიანიშნებს.
  • ნატურალური ქსოვილის ძაფი წვისას იშლება, ხელოვნური ქსოვილის – დნება.
  • ხელოვნური ქსოვილი ძლიერად იმუხტება (შალზე მეტად), რაც ნერვულ სისტემას უქმნის საფრთხეს.
  • ეტიკეტზე პოლიესტერის ზღვარი 30%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

 

ჯანმრთელობისთვის საშიში არამარტო იაფფასიანი, არამედ ძვირადღირებული სამოსიც შეიძლება იყოს,
საერთაშორისო ეკოლოგიურმა ასოციაციამ 12 ცნობილი ბრენდის სამოსი შეისწავლა და მათ უმრავლესობაში მავნე ნივთიერებების არსებობა დადასტურდა.

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები