LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნებს რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს – გრიგორი კარასინი

50

„საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნებს რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა “იტარ ტას”-თან ინტერვიუში განაცხადა.

კარასინის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროების საქართველოში ყოფნა „აქეზებს ავანტიურისტ და უაპასუხისმგებლო პოლიტიკისებს.

„ჩვენ ადეკვატური რეაგირება გვექნება ნატოსა და საქართველოს ერთობლივ მასშტაბურ წვრთნებზე, რადგან ეს მანევრები ჩვენ საზღვრებთან იმართება. ჩვენს მივიღებთ შესაბამის ზომებსაც,“ – განაცხადა კარასინმა.

გრიგორი კარასინმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ შემუშავებულ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სასანქციო სიაზე. მისი თქმით, ამ სიამ შეიძლება, შეუშალოს ხელი გალის და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ამუშავებას.

„საქართველოს პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რაც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სასანქციო სიის შექმნას გულისხმობს და რომელშიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლებიც მოხვდნენ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმი არ მუშაობს. ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ თუ საქართველოს მხარე დათმობაზე არ წამოვა, ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმის მუშაობას,“-– განაცხადა გრიგორი კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ჟენევის დისკუსიებზე საუბარი შეეხო ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღებას, რასაც კარასინის თქმით, ქართული მხარე არ თანხმდება, თუ არ შეიქმნება ამ ასეთი განცხადების რეალიზაციის მექანიზმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები