LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვა იგეგმება

196

პოლიეთილენის პარკების აკრძალვის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოში პლასტმასის ჭურჭელიც აიკრძალოს. თუ როდის დაიწყება ამ მიმართულებით რეგულაციების დაწესება, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ. როგორც ”ფორტუნას” უწყებაში განუმარტეს, ეს არის სამომავლო გეგმა და მანამდე გარემოს დაცვის სამინისტროს სხვა პრობლემები აქვს მოსაგვარებელი.

”ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ვინაიდან, ამ ეტაპზე მოსაგვარებელია პოლიეთილენის პარკების საკითხი, ნაგავსაყრელების საკითხი და სხვა უამრავი თემა. ამიტომ, პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვა შემდგომი ეტაპია -სამომავლოდ რეგულაციების დაწერებას ამ მიმართულებითაც განვიხილავთ, თუმცა ჯერ ეს არ იგეგმება”, – აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ე.წ „ერთჯერად პარკებს“ ვეღარ გამოიყენებთ – შესაბამის კანონპროექტს გარემოს დაცვის სამინისტრო უკვე ამზადებს. როგორც „ფორტუნას“გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა, სავარაუდოდ უკვე პირველი სექტემბრიდან ყველაზე მცირე 0.5- მიკრონიანი ცელოფნების მოხმარება აიკრძალება.

რაც შეეხება პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვას, ამაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში პლასტმასის ჭიქები, დანა-ჩანგლები და თეფშები 2020 წლიდან აიკრძალება.  აკრძალვა შეეხება ასევე ყავისა და წყლის ჩამოსასხმელ აპარატებში გამოყენებად ერთჯერად ჭიქებსაც. ახალი ფრანგული კანონი მთლიანად კრძალავს პლასტმასის ჭურჭლის წარმოებასა და მოხმარებას. საფრანგეთის ხელისუფლებამ ამ კუთხით უკვე ქმედითი ნაბიჯებიც გადადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები