LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საპენსიო სააგენტო ივლისში უნდა შეიქმნას – ნიკოლოზ გაგუა

87

“საქართველოში საპენსიო სააგენტო ივლისში უნდა შეიქმნას,” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

კითხვაზე, საპენსიო რეფორმის ფარგლებში, მოესწრება თუ არა საპენსიო სააგენტოს შექმნა განსაზღვრულ ვადაში, გაგუას თქმით, სააგენტო ივლისში უნდა ამოქმედდეს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პირობაა.

„საპენსიო სააგენტო ივლისში უნდა შეიქმნას. ეს სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პირობაა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საპენსიო სააგენტოს ამოქმედება ივლისში მოხდება, რომელიც მთავრობიდან იმ პროცესებს გადაიბარებს, რაც აღნიშნული სისტემის განვითარებისთვის არის საჭირო,“ – განაცხადა გაგუამ.

საპენსიო სააგენტოს შექმნას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს. სააგენტოს შექმნის მიზანი დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და მართვაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები