LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყოველი მესამე მოქალაქე ყოველწლიურად ახალ მობილურ ტელეფონს ყიდულობს

103

საქართველოში ყოველი მესამე მოქალაქე ყოველწლიურად ყიდულობს ახალ მობილურ ტელეფონს, რომელთა დიდი ნაწილი ძვირადღირებულია.

კომინიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, 2015 წელს საქართველოში განხორციელებული რადიოაპარატურის იმპორტის ჯამურმა ღირებულებამ 147,7 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან 95,2 მლნ აშშ დოლარი ფიჭური, ან სხვა უსადენო ქსელებისთვის იმპოტირებული აპარატების იმპორტზე მოდიოდა. აბაშიძის განმარტებით, ეს მხოლოდ იმპორტის ღირებულებას, და არა აპარატურის გასაყიდი ფასი ან გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები.

”სულ იმპორტირებულია 1 მლნ 767 ათას 712 რადიომოწყობილობა. აქედან ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის იმპორტირებული სატელეფონო აპარატების რაოდენობამ შეადგინა 1 მლნ 196 ათას 717. ყოველ წელს დაახლოებით იგივე მონაცემი გვაქვს. გაგახსენებთ საქართვლოს მოსახლეობის რაოდენობას – 3 მლნ 700 ათასი. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად, საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე ყიდულობს ახალ ტელეფონს. ამ ტელეფონების შეწონილი საშუალო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 80 დოლარს. თავად ეს თანხა – 80 დოლარი მეტყველებს იმაზე, რომ ძვირადღირებული ტელეფონების წილი ამ რაოდენობაში საკმაოდ სერიოზულია” – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები